ამანათის/საჩუქრის გაგზავნის წესები და პირობები:

კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ:

  • არ აგებს პასუხს ამანათის/საჩუქრის გამგზავნის მიერ კანონმდებლობით ან წინამდებარე პირობებით აკრძალული ნივთის გაგზავნით დამდგარ შესაძლო ზიანზე/ზარალზე ან ამანათის/საჩუქრის გამგზავნის მიერ ისეთი ქმედების განხორციელებაზე, რომლის შედეგადაც შესაძლოა დადგენს ნებისმიერი სახის ზიანი/ზარალი ან/და გამოიწვიოს კანონმდებლობის დარღვევა.
  • იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი მიზეზით ამანათი/საჩუქარი ვერ ჩაბარდება ადრესატს, აღნიშნულ ამანათზე/საჩუქარზე საკუთრების უფლება გადადის კამპანიის ორგანიზატორზე, ხოლო ეს უკანასკნელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე გამოიყენოს შესაბამისი ამანათი/საჩუქარი ქველმოქმედების მიზნით.

ამანათის/საჩუქრის გამგზავნი (ფიზიკური პირი) აცხადებს, რომ:

  • პასუხისმგებელია მის მიერ გაგზავნილი ამანათის/საჩუქრის შემადგენლობაზე;
  • აცნობიერებს, რომ კანონმდებლობის ან წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს მისი პასუხისმგებლობა;
  • მის მიერ გაგზავნილი ამანათი/საჩუქარი შესაბამისობაშია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთან ან/და არ იწვევს კანონმდებლობის ან/და წინამდებარე პირობების დარღვევას.

აკრძალულია გასაგზავნი ამანათი/საჩუქარი შედგებოდეს ისეთი ნივთებისგან, როგორებიც არის:

  • შეურაცხმყოფელი ან/და უწმაწური;
  • არაეთიკური ან/და არ შეესაბამება საზოგადოებაში დადგენილ წესებსა და ჩვეულებებს ან/და ქვეყანაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს;
  • მკრეხელობის გამომხატველი;
  • არალეგალური ან/და ანტისოციალური;
  • ისეთი პროდუქცია/ნივთია, რომლის მოხმარება/გაგზავნა ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.

აკრძალულია შემდეგი ნივთების გაგზავნა:

  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან/და მცენარეები;
  • ცოცხალი ცხოველები, თევზები, ფრინველები, მღრღნელები და მათი ფიტულები, ძვლები, ბეწვი, და ა.შ.
  • აალებადი, ფეთქებადი ან/და მავნე ქიმიური ნივთიერებები ან სხვა სახის საფრთხის შემცველი ნივთები/ნივთიერებები;
  • ფეთქებადი ნივთიერებები ან/და მისი შემცველი პროდუქცია/ნივთები;
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  • ტოქსიკური ნივთიერებები ან მისი შემცველი პროდუქცია/ნივთები;
  • ცეცხლსასროლი იარაღები, მისი ნაწილები ან/და აქსესუარები ან/სა სხვა სახის საბრძოლო მასალა;
  • ყველა ისეთი სახის პროდუქცია/ნივთი, რომლის გაგზავნამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანონმდებლობის ან/და წინამდებარე პირობების დარღვევა.

პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება:

  • ვებგვერდი secretsanta.ge-ს მეშვეობით, პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ შეყვანილი პერსონალური მონაცემები გამოიყენება/დამუშავდება მხოლოდ secretsanta.ge-ზე აღწერილ პროექტში თქვენი მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის და არ იქნება გამოყენებული რაიმე სხვა მიზნით.