01
02
03

ითამაშე SECRET SANTA

გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს.
აჩუქე შენთვის უცნობ ადამიანს და მიიღე საჩუქარი შენც

ავტორიზაცია

SECRET SANTA

ერთად მოვიყვანოთ საქართველოში ყველაზე თბილი ახალი წელი

ნამდვილი დღესასწაული გაზიარებით იქმნება. ითამაშე Secret Santa, გაუგზავნე საჩუქარი შენთვის უცნობ ადამიანს, ამასობაში კი შენი იდუმალებით მოცული სანტა შენს გახარებაზე იზრუნებს.

თამაშის ინსტრუქცია

დარეგისტრირდი და ჩაერთე თამაშში

დააკლიკე რეგისტრაციის ღილაკზე, შეავსე რეგისტრაციის ფორმა სრულად, მოუყევი შენს SECRET SANTA-ს შენი გემოვნების, ინტერესებისა და ჰობის შესახებ, რათა მან შენთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი მოიფიქროს. დაადასტურე შევსებული ინფორმაცია და დაელოდე შენს ნომერზე გამოგზავნილ ვერიფიკაციის კოდს. დაასრულე რეგისტრაცია მიღებული კოდით.

გახდი SECRET SANTA უცნობისთვის

თამაშში დარეგისტრირების შემდეგ ვებგვერდი დაიწყებს შემთხვევითობის პრინციპით შენი ადრესატის ძებნას. ავტომატურად გადაგიყვანს შენი პროფილის გვერდზე, სადაც შეძლებ ვიზუალურად ნახო როგორ იძებნება შენი ადრესატი.

გაეცანი შენი ადრესატის მონაცემებს და დაიმახსოვრე მისი უნიკალური კოდი

მას შემდეგ რაც შენთვის მოიძებნება შენი საჩუქრის ადრესატი, შენს პროფილზე გამოჩნდება მისი ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, ინტერესები და რაც მთავარია მისი უნიკალური კოდი, რომლითაც შემდეგ საჩუქარი უნდა გაუგზავნო.

შეურჩიე საჩუქარი

შენს ადრესატზე მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება მისთვის ყველაზე სასურველი საჩუქრის შერჩევაში. შენს ფანტაზიას მხოლოდ საჩუქრის ზომებითა და პარამეტრებით შევზღუდავთ. საჩუქარი უნდა იყოს A4 ფორმატის ფურცელის ტოლი, სიგრძესა და სიგანეში. სიმაღლეში კი 10 სანტიმეტრი. მას შემდეგ, რაც მზად გექნება საჩუქარი, შეფუთე ის და მიიტანე საქართველოს ფოსტის ნებისმიერ ფილიალში.

მიიტანე საჩუქარი ფოსტაში და გაუგზავნე მას უნიკალური კოდით

საჩუქრის გაგზავნაზე ფოსტის თანამშრომლები იზრუნებენ. შენ მხოლოდ ადრესატის უნიკალური კოდი უნდა წარადგინო ფოსტის ოფისში, ჩააბარო საჩუქარი და თანამშრომლები მიიტანენ მას ადრესატამდე. შემდეგ კი შეგიძლია, მშვიდად დაელოდო SECRET SANTA-სგან გამოგზავნილ საჩუქარსა და შენი საჩუქრის ნომინირებას.
ფოსტის მუშაობის საათებია:
ორშაბათი-პარასკევი - 09:00-17:00,
შაბათი - 10:00.-14:00.